განახლებული ინფორმაცია მათთვის, ვინც, სამებაში, პატრიარქის სამძიმარზე მისვლას აპირებს
1774037093
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობაზე უკრაინის დროშა გადმოფინეს, რითაც კიდევ ერთხელ გამოუცხადეს მხარდაჭერა უკრაინას.
როგორც "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, დღეს მსოფლიოს ყველა ქალაქში გადმოფენილია უკრაინის დროშა.
„დღეს მსოფლიოს ყველა ქალაქში გადმოფენილია უკრაინის დროშა. უკრაინის დროშის ფერებშია განათებული სახელმწიფო დაწესებულებებიც. მთელი მსოფლიო უცხადებს მხარდაჭერას გმირ უკრაინელ ხალხს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ უკრაინის დროშა უნდა გადმოიფინოს საქართველოს პარლამენტში “,- აღნიშნავს სამადაშვილი.