"ნებისმიერი მიმართულებით სერიოზული პროგრესის ჩვენება შესაძლებელია" - სარჯველაძე ევროკავშირის 12-პუნქტიან რეკომენდაციებზე

mikheil sarjve;adze

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ევროკავშირის 12-პუნქტიან რეკომენდაციებში არ არსებობს ისეთი მიმართულებები, რომელთა შესრულებაც შეუძლებელი იქნება, ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. 

"ვფიქრობთ, რომ რეალურად მოხერხებადი იქნება სერიოზული პროგრესის ჩვენება ნებისმიერი მიმართულებით, როდესაც 12-პუნქტზე ვსაუბრობთ," - განაცხადა  მიხეილ სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, ევროკავშირის 12-პუნქტიან რეკომენდაციებზე მუშაობა დაწყებულია და ის კვირის ბოლომდე, სავარაუდოდ, მზად იქნება. 12-პუნქტიანი დოკუმენტის შესრულების გეგმაში დეტალურად გაიწერება ვადებიც, თუ როდის და რა რეფორმის გატარება უნდა მოხდეს ქვეყანაში.