„ადამიანის ბედი იცვლება... ყველაზე ძლიერი დღეა ამ წელში“ - ქეთი ოდიშელის რეკომენდაცია
1766226037
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ წლების განმავლობაში, NATO რუსეთთან ურთიერთობაში გულუბრყვილო იყო. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
პედრო სანჩესის თქმით, NATO პუტინს მკაფიო მესიჯს უგზავნის, რომ „ჩვენ ვაპირებთ უკრაინის მხარდაჭერას და მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას მანამ, სანამ რუსული ჯარები არ დატოვებენ ქვეყანას და პატივს არ სცემენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“.
„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის, განსაკუთრებით NATO-ს მოკავშირეების და, რა თქმა უნდა, დიდი შვიდეულის ერთიანობის მესიჯის გაგზავნა, რათა შესაძლებელი გახდეს იმ სცენარში დაბრუნება, სადაც სხვადასხვა ქვეყანა, განსაკუთრებით კი რუსეთი, პატივს სცემს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს“, - აღნიშნა სანჩესმა.