1747734795
მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტები 2003-2012 წლებში - დროებით საგამოძიებო კომისიაზე დღეს მედიის 5 წარმომადგენელს მოუსმენენ

მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტები 2003-2012 წლებში - დროებით საგამოძიებო კომისიაზე დღეს გიორგი იაკობაშვილს, ვახტანგ ხუზმიაშვილს, გიორგი მამაცაშვილს, ბექა სივსივაძესა და ბონდო მძინარაშვილს მოუსმენენ.
მმართველი გუნდის განცხადებით, კომისია კიდევ ერთხელ დაეხმარება საზოგადოებას, გაიხსენოს, რა ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს და როგორ ირღვეოდა ადამიანის უფლებები.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ კომისიის მიზანი საქმეების რეალური გამოძიება არაა.