ამინდი მკვეთრად იცვლება - განახლებული პროგნოზი
1747741125
ბრიტანელმა ქალმა მშობლები მოკლა და მათ მუმიფიცირებულ ცხედრებს წლების განმავლობაში სახლში ინახავდა - ახლა კი მისი და პირველად საუბრობს ამ თემაზე.
ლუიზ ჰოპკინსმა გამოცემა „The Sun“-ს განუცხადა , რომ მან დას აპატია: „მე ვაპატიე მას ის, რაც ჩაიდინა. მე სხვის შხამს არ ვსვამ“, - განუცხადა მან გამოცემას
ვირჯინია მაკკალოუს 2024 წლის 11 ოქტომბერს 36 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს სასჯელი მშობლების მკვლელობისთვის.
წყვილის გარდაცვალების გამოძიება 2023 წლის სექტემბერში დაიწყო, როდესაც მათმა ექიმმა შეშფოთება გამოთქვა. ცოლ-ქმარი შემოწმებაზე დიდი ხანი არ იყო გამოცხადებული.
პოლიციელებმა წყვილის სახლი მოინახულეს და ლოისისა და ჯონის ნეშტი მათ სახლში აღმოაჩინეს. პოლიციის ცნობით, ჯონი რეცეპტით გაცემული მედიკამენტებით მოწამლეს, ხოლო ლოისი ჩაქუჩით სასიკვდილოდ დაჭრეს 2019 წლის ივნისში.
პროკურორმა სასამართლოში განაცხადა, რომ ვირჯინიამ მამამისისთვის „დროებითი საფლავი ააშენა“. „ჯონის საფლავი“ საძინებელში ინახებოდა და საბნებითა და სურათებით იყო დაფარული, ლოისის ცხედარი კი საძილე ტომარაში იყო გახვეული და ზედა სართულის საძინებელში, კარადაში იყო დატოვებული.
პოლიციის ცნობით, ვირჯინია ცდილობდა, რომ სახლში არავინ შეეშვა. ამას ხელი შეუწყო COVID-19-ის პანდემიამ, როდესაც ხალხი ერთმანეთისგან ისედაც დისტანციას იჭერდა.
„შემდეგი ოთხი წელი მან ოჯახის წევრების, სამედიცინო პერსონალის, ფინანსური ინსტიტუტების, პოლიციის მანიპულირებასა და მოტყუებაში გაატარა, მშობლების ფული დახარჯა და მათი სახელით დიდი ვალები დააგროვა“, - განაცხადა პროკურორმა.
36 წლის ქალი მშობლების სახლში აგრძელებდა ცხოვრებას და იტყუებოდა მათი ადგილსამყოფლის შესახებ, აუქმებდა ოჯახურ შეთანხმებებს და ხშირად ეუბნებოდა ექიმებსა და ნათესავებს, რომ მისი მშობლები ავად იყვნენ, შვებულებაში ან ხანგრძლივ მოგზაურობაში იყვნენ.
ბრალდებულის დამ მედიას განუცხადა, რომ იგი სასამართლო პროცესზე მიიწვიეს, თუმცა დასწრებაზე უარი თქვა.