1747684516
პროკურატურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარედგინა

პროკურატურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარედგინა. ანგარიშში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის შედეგებია წარმოდგენილი, რომელთა მიხედვითაც, გასულ წელს სისხლის სამართლებრივი დევნა 19 682 პირის მიმართ დაიწყო.
დევნა შეწყდა 213 ადამიანის მიმართ, ხოლო პროკურატურის მიერ დაზარალებულად ცნობილი იქნა 16 814. გასულ წელს საქართველოს პროკურატურის მიერ ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოში შესული შუამდგომლობებიდან პატიმრობა მოითხოვეს მხოლოდ 34.7%-ის მიმართ, ხოლო არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება 65.3%-ის მიმართ.
2023 წლის მონაცემებთან შედარებით, გასულ წელს 1%-ით გაიზარდა ოჯახურ დანაშაულებზე პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი. 2024 წელსაც, წინა წლების მსგავსად, შენარჩუნდა გამოძიების ადრეულ ეტაპზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების მაღალი მაჩვენებელი. როგორც ანგარიშში წერია, განსაკუთრებით მკაცრია სისხლის სამართლის პოლიტიკა ნარკორეალიზატორების მიმართ. სამართლებრივი დევნა დაიწყო 174 ნარკორეალიზატორის მიმართ.