ამინდი მკვეთრად იცვლება - განახლებული პროგნოზი
1747741125
ჭავჭავაძეზე მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე დეტალურად აღწერს მკვლელობის დღეს ქილერის გადაადგილების მარშრუტს.
მისი თქმით, ქილერი მარტო არ მოქმედებდა და მას ჯანგველაძის გადაადგილების შესახებ ვიღაცა ინფორმაციას აწვდიდა.
„ქილერი მკვლელობამდე ჩადის ვერეს ხეობაში. იქ, სავარაუდოდ, იღებს მკვლელობის იარაღს და ასევე ტოვებს გარკვეულ ნივთებს, რომლებიც მოგვიანებით ამოღებულია საგამოძიებო უწყების მიერ. შემდეგ ფეხით გადადის ვაკეში — ჯერ მოსაშვილის, შემდეგ ჭავჭავაძის ქუჩაზე.
მანამ, სანამ ლევან ჯანგველაძე გამოჩნდება ვაკეში (დაახლოებით ორი საათით ადრე), გელა უძილაური იქ იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ ის გარდაცვლილს არ მიყვებოდა, გელა უძილაური ვიღაცისგან იღებდა ინფორმაციას: როდის უნდა ჩამოფრენილიყო თბილისში, როდის უნდა ყოფილიყო აეროპორტში, როდის უნდა დაეტოვებინა აეროპორტი და როდის უნდა მისულიყო ჭავჭავაძეზე. ის იღებდა ამ ინფორმაციებს და იყო მომზადებული ყველა ამ ნაბიჯთან დაკავშირებით.
დაახლოებით ორი საათის შემდეგ ლევან ჯანგველაძე გამოჩნდება ჭავჭავაძეზე — ის მიდის თავისი მეგობრის პანაშვიდზე. აღნიშნული ჩამოსვლაც იყო გასაიდუმლოებული და წესით, გელა უძილაურს არ უნდა ჰქონოდა ინფორმაცია, თუმცა ვიღაცამ მას მიაწოდა აღნიშნული მონაცემი.
პირველი პირი, ვისაც ლევანი შეხვდება და ვისთანაც გამოელაპარაკება, არის გელა უძილაური. სავარაუდოდ, რაღაცას ეკითხება. ამ დროს გელა უძილაური უკვე გაშორდება მასთან და აკეთებს საეჭვო და საინტერესო მოქმედებას — ცდილობს, თითქოს იარაღი ამოიღოს, შემდეგ კი თითქოს გადაიფიქრებს. ჩანს, რომ ვიღაცასთან არის კონტაქტზე, ვიღაცასთან აქვს კომუნიკაცია და ემესიჯება. შემდეგ ის იკეთებს სათვალეს.
დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ლევან ჯანგველაძე თავის თანმხლებ პირთან ერთად იმყოფება პანაშვიდზე. 40 წუთის შემდეგ გამოდის ისევ ჭავჭავაძის ქუჩაზე და ამ დროს უკნიდან მიეპარება გელა უძილაური, რომელიც ახორციელებს 14 გასროლას ლევან ჯანგველაძის მიმართულებით“, - ამბობს ტარიელ კაკაბაძე.