სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება
1747758491
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის თქმით, ნიკა მელიას განცხადება ნაკლებად საინტერესოა, თუმცა ფაქტია, რომ რადიკალურ ოპოზიციაში განხეთქილებაა.
მათიკაშვილის შეფასებით, ოპოზიციის მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, დამოკიდებული იქნება იმაზე, რა დავალებას მიიღებენ.
„პუფების თემა კარგად გვახსოვს, ნიკა მელია ყოვლად უპრინციპო ადამიანია. ნიკა მელია რას ამბობს, ნაკლებად საინტერესოა, მაგრამ ფაქტია, რომ რადიკალებში განხეთქილებაა. ვერ ჩამოყალიბდნენ, საით გაიშვირონ თითი და ვის რა დააბრალონ, ვერ გაიგეს. ფაქტია, რომ რა უბედურებაც საქართველოსთვის სურდათ, ეს ყველაფერი არ გამოუვიდათ და დღეს სრულ ფრუსტრაციაში არიან. ნიკა მელია არჩევნებში მიიღებს თუ არა მონაწილეობას, ამით არაფერი შეიცვლება. ამ რადიკალებს დაბალი რეიტინგი აქვთ. არჩევნებში მათი მონაწილეობა იქნება ხაზგასმა, რომ რასაც ისინი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ აკეთებდნენ და დავალებებს ასრულებდნენ, საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულება იყო, რაც მათი კრახით დასრულდა. შეიძლება, მოსალოდნელი მარცხის გამომზეურება არ სურდეთ, მაგრამ ისინი არჩევნებში ჩაერთვებიან თუ არა, მათ დავალებაზე იქნება დამოკიდებული“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, პარტია „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ აღნიშნა: „დადგა დრო, პოლიტიკური ორაზროვნება დასრულდეს და პასუხი გაეცეს კითხვას, შევდივართ თუ არა ფარსში, სახელად ადგილობრივი არჩევნები“.