„.. დედებმა ბავშვები მანქანაში დატოვეს, თვითონ კი დასალევად წავიდნენ" - რა მოხდა არიზონაში

პოლიცია

ცოტა ხნის წინ არიზონაში პოლიციამ 2 დედა დააკავა - როგორც ოფიცრებმა განაცხადეს, მშობლებმა 3-4 წლის შვილები მანქანაში უპატრონოდ დატოვეს, თავად კი ბარში დასალევად წავიდნენ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, 8 მარტს პოლიციაში შეტყობინება შევიდა - მოწმე ამბობდა, რომ დაინახა, თუ როგორ დარბოდა პარკინგზე არასრულწლოვანი. მისივე თქმით, როდესაც სიტუაციის გარკვევა სცადა, აღმოაჩინა, რომ მანქანაში უპატრონოდ კიდევ 3 ბავშვი იყო. 

პოლიცია ადგილზე მივიდა და მშობლების ძებნა დაიწყო. როდესაც ბავშვები დედები გამოჩნდნენ, მათ ოფიცრებს განუცხადეს, რომ სულ რაღაც 10 წუთით გავიდნენ, რათა სველი წერტილით ესარგებლათ. თუმცა, ეს ასე არ იყო. პოლიციის განცხადებით, ბავშვები უპატრონოდ 45 წუთის განმავლობაში იყვნენ.  მათივე თქმით, დედები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ და საუბარი უჭირდათ. ოფიცრებმა მანქანაში მარიხუანაც აღმოაჩინეს.