ევროკომისიის მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს ეკონომიკა არის მყარი, მტკიცე და ყველა ის არმაგედონის გეგმები, რომელიც ზოგიერთს ამ ქვეყანაში აქვს საქართველოს ეკონომიკასთან დაკავშირებით, ფუჭია - ლევან მახაშვილი

ლევან მახაშვილი

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევროკომისიის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ეხმიანება.

„ყველა ძირითადი ჩარჩო, იქნება ეს საბიუჯეტო დეფიციტი, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით საჯარო ვალი, ინფლაცია თუ ნებისმიერი სხვა ძირითადი პარამეტრები არის არა უბრალოდ ნორმაში, არამედ ბევრ ევროზონის, ევროს მქონე წევრ სახელმწიფოს შეშურდებოდა. ოღონდ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი წესრიგშია, ყველაფერი გამართულია - არა, თუმცა ეს მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს ეკონომიკა არის მყარი, მტკიცე და ყველა ის არმაგედონის გეგმები, რომელიც ზოგიერთს ამ ქვეყანაში აქვს საქართველოსთან და საქართველოს ეკონომიკასთან დაკავშირებით, იქნება ფუჭი“, - განაცხადა მახაშვილმა.

ევროკომისიამ ევროპის ეკონომიკური პროგნოზი გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2024 წელს საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ 9,4% შეადგინა.