კახეთში 13 წლის შვილზე სექსუალური ძალადობისთვის მამა დააკავეს
1747753068
უკვე ფაქტებით არის დადასტურებული არა მარტო ჩვენი, არამედ აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან, რომ როგორი მავნებლობის დაფინანსება ხდებოდა ყველაზე მსხვილი დონორი ორგანიზაციისგან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
„ფარა“ იქნება ერთ-ერთი ინსტრუმენტი რითაც ჩვენ ერთი მხრივ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, მეორე მხრივ გარე აქტორები ვერ გაბედავენ ისეთი ტიპის დაფინანსებას, რომელიც პირდაპირ იქნება მიმართული ჩვენი ქვეყნის არეულობისკენ“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელსა და დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. საუბარი შეეხება უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს და კანონის ძალაში შესვლასთან დაკავშირებულ საკითხებს. მისასალმებელ სიტყვაში რაჟდენ კუპრაშვილმა აღნიშნა, რომ ამერიკული „ფარას“ ზუსტი ასლის დანერგვით ქვეყანა ადასტურებს ერთგულებას მმართველობის საუკეთესო გლობალური პრაქტიკის მიმართ.