ივანიშვილმა რაც გააკეთა, მიშიკომ, კეზერაშვილმა, ან ხაზარაძემ გააკეთოს,უსამართლოდ მოგვექცნენ და გალერს და ყველას ბოდიში აქვს მოსახდელი - მეუფე იაკობი

მეუფე იაკობი

მეუფე იაკობმა, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პროცესზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ევროპა საქართველოს სამარცხვინოდ მოექცა. ბოდბელმა ეპისკოპოსმა ევროპის ქვეყნები ამბიონიდანაც გააკრიტიკა, ასევე, ისაუბრა ომზეც. მან საქართველოს წინააღმდეგ უკრაინის ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების განცხადება გაიხსენა.

„ჩვენთან მიმართებით, ევროპა ძალიან სამარცხვინოდ, მოღალატეობრივად მოიქცა. ევროპა რომ მართალი იყოს, ახლა, როდესაც [რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები] საპარლამენტო დებატებზე უარს ამბობენ, გამოვიდოდა ის ღრმად პატივცემული 308 ევროპარლამენტარი და იქიდან 10 მაინც, საერთო წერილს დაწერდა და იტყოდა, „იქნებ, ერთად დასხდეთ და სიტუაცია დავაწყნაროთ“. უკრაინის გარდა, არავის მიღება არ უნდოდათ? ეგ თემა, ჩვენთან, უბრალოდ, პოლიტიკური ტემპერატურის ასაწევად გამოიყენეს ბოლომდე, ჩვენებმა თუ იმათმა“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.

მისივე თქმით, ჩვენ ევროპისკენ იმიტომ გვინდა, რომ სამართლიანი უნდა იყოს. ჩვენ უსამართოდ მოგვექცნენ და გალერს და ყველას ბოდიში აქვს მოსახდელი.

„შეხედეთ ამერიკაში, სოროსი ავიღოთ. სორისი ხომ აფინანსებდა მაქარაშვილის... სოროსს ვინ ეკითხება, ამერიკელი მილიარდერია და ჩემ ქვეყანაში ვინ ეკითხება? მე ამერიკელმა მითხრა ევროპელ დეპუტატზე, რომ რასამ არასწორად თქვა, დეოლიგარქიზაცია სულ სხვას გულისხმობსო. ისეთი კანონები უნდა მიიღოთ ეკონომიკაში, რომ შენი პოლიტიკური გავლენებით ფული ვერ იშოვო. ეს უტვინო ოპოზიცია, ვინც მაგას იძახის ბაზარში არ უნდა დააყენო. არც გალერია ჩემთვის ავტორიტეტი, ვინ არის გალერი? საქართველოსთვის რა გაუკეთებია? მე არ ვეთანხმები. ბიძინა ივანიშვილმა რაც გააკეთა, გააკეთოს თქვენმა ტელევიზიამ, ან მიშიკომ, კეზერაშვილმა, ან ხაზარაძემ. შემდეგ მელაპარაკეთ. ვინ არის გალერი?! თქვენ გგონიათ, ევროპაში რომ ჩავიდე და ვნახო ენას წავუჩლიქავ?! თავის თავს მიხედოს. ჩვენ ევროპისკენ იმიტომ გვინდა, რომ სამართლიანი უნდა იყოს. ჩვენ უსამართლოდ მოგვექცნენ და გალერს და ყველას ბოდიში აქვს მოსახდელი“,- აღნიშნავს მეუფე იაკობი.