„თითქოს მომზადებული მოვიდა, ეს რომ ეთქვა... “ - ირაკლი ოქრაძე გურამ დადიანიძესთან შეხვედრას იხსენებს
1790970843
მეცნიერებმა ისეთი აქტივობები გამოავლინეს, რომელთა მეშვეობითაც, ტვინის ჯანმრთელობას დიდხანს შეინარჩუნებთ. კვლევაში მონაწილეობას 12 ათასამდე ადამიანი იღებდა, რომელთა ასაკიც 60-დან 85 წლამდე მერყეობდა. მოხალისეებს გონებრივი დარღვევები აღენიშნებოდათ. სპეციალისტებმა მათი მდგომარეობა სპეციალური კომპიუტერული ტესტით შეაფასეს, შემდეგ კი დავალება მისცეს, რომ დღეში სულ მცირე ერთხელ მაინც გონებრივი სავარჯიშოები გაეკეთებინათ.
ერთი წლის შემდეგ ჩატარებულმა განმეორებითმა ტესტირებამ აჩვენა, რომ მონაწილეთა 30%-ს კოგნიტიური დარღვევების ნიშნები სრულად გაუქრა. ეს ყველაფერი კი ისეთმა აქტივობებმა გამოიწვია, როგორიცაა კროსვორდების ამოხსნა, კითხვა, მუსიკის მოსმენა და სოციალიზაცია.