გურამ მაჭარაშვილი „ბიბისის“ ფილმზე: დღევანდელი ტექნიკა მაღალი დონისაა და მარტივია დეზინფორმაცია სწრაფად გაავრცელო, მაგრამ როდესაც საფუძველი არის უსამართლობა, მალე შეიძლება დანგრევა. პრაქტიკულად, ნგრევის პროცესშია ახლა ეს საკითხი

გურამ მაჭარაშვილი

დღევანდელი ტექნიკა, ზოგადად, მაღალი დონისაა და მარტივია დეზინფორმაცია სწრაფად გაავრცელო, მაგრამ როდესაც საფუძველი არის უსამართლობა, ასევე მარტივია და მალე შეიძლება ამ ყველაფრის დანგრევა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა „ბიბისის“ ფილმთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, პრაქტიკულად, ნგრევის პროცესშია ახლა ეს საკითხი.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღევანდელი მსოფლიო, თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა ამის საშუალებას, რომ მარტივად დაგაბრალოთ რამე და ეს გავრცელდება სწრაფად, მაგრამ როდესაც უსაფუძვლოა, ასევე მარტივია ამის დამტკიცება და ახლა ეს პროცესია უკვე“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე განცხადებით, საერთაშორისო სასამართლოსადმი მიმართვა შესაძლოა გრძელვადიანი პროცესია, მაგრამ თვითონ ეს ფაქტი უკვე შედეგის მომტანია.

„ხომ ხედავთ უკვე, რომ წყარო თავის დროზე როგორი გონორით, მტკიცებით ფორმატში საუბრობდა, მაგრამ როგორც კი გამოძიება დაიწყო და დაიბარეს გამოკითხვაზე, წავიდა უარზე, რომ მე არაფერი ვიცი, მე არაფერი წამიკითხავს, კვლევა არ ჩამიტარებია და ა.შ.

ანუ, რისი თქმა მინდა, გამოძიება ჯერ ხომ არ დასრულებულა, მაგრამ გამოძიების დაწყებამაც კი უკვე ეფექტი მოგვცა, როდესაც რეალური სახე დავინახეთ ამ ე.წ. წყაროების“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.