რა (არ) უნდა გავაკეთოთ 5 დეკემბრის სავსემთვარეობისას - მიხეილ ცაგარელის რეკომენდაცია
1764792846
სამშობიარო ტკივილი ორი ტიპისაა. პირველი წარმოიშობა მაშინ, როდესაც საშვილოსნო – შეკუმშვას, ხოლო ყელი გახსნას იწყებს. ამ დროს ტკივილი უმეტესად ყრუა და გავა-წელის მიდამოში ვრცელდება.
მეორე ტიპის ტკივილი მშობიარობის ბოლოს იჩენს თავს და სამშობიარო გზებში ნაყოფის გავლისას ქსოვილების დაჭიმვას უკავშირდება. შეგრძნება ძლიერია და საშოს, სწორი ნაწლავისა და შორისის მიდამოს მოიცავს.
ტკივილის გაყუჩება სხვადასხვა გზით – ზოგადი, რეგიონული და ადგილობრივი გაუტკივარების საშუალებით ხდება.
ზოგადი ანესთეზია ანუ ნარკოზი უპირატესად საკეისრო კვეთის დროს კეთდება. ამ დროს მშობიარე იძინებს და მხოლოდ მას შემდეგ ახელს თვალს, რაც მისი პაწია ქვეყნიერებას მოევლინება.
რეგიონული ანესთეზიიის ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდი ეპიდურული გაუტკივარებაა.
ეპიდურული გაუტკივარება ტარდება როგორც ფიზიოლოგიური მშობიარობის, ისე საკეისრო კვეთის დროს.
მეან-გინეკოლოგი, პროფესორი ზაზა სინაურიძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, უნდა უკეთდებოდეს თუ არა ნებისმიერ მშობიარე პაციენტს გაუტკივარება: