დღეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დღეა და რა სიმბოლური დამთხვევაა, მისი მკვლელი სისტემა იმას არკვევს მათ რიგებში ვინ არის აგენტი - ზაალ ანჯაფარიძე

ზაალ ანჯაფარიძე

„რა ინტერპრეტაციაც არ უნდა მისცეთ "დემენციით" შეპყრობილ სააკაშვილის ნათქვამს, რომ ის რუსეთის აგენტებმა "შემოიტყუეს" საქართველოში, მთავარი სახეზეა, ჩვენს ქვეყანას 9 წელი მართავდნენ რამდენიმე პატრონის მომსახურე აგენტები.”- წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

როგორც ანალიტიკოსი წერს, ყველაფერი შეუსრულეს მათ პატრონებს ერთის გარდა, ხელისუფლებაში ვეღარ დარჩნენ.

“დღეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დღეა და რა სიმბოლური დამთხვევაა, მისი მკვლელი სისტემა - სახელწოდებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იმას არკვევს ლიდერიდან დაწყებული,  მათ რიგებში ვინ არის აგენტი და რამდენი ქვეყნის სპეცსამსახურს ემსახურება.

რა ინტერპრეტაციაც არ უნდა მისცეთ "დემენციით" შეპყრობილ სააკაშვილის ნათქვამს, რომ ის რუსეთის აგენტებმა "შემოიტყუეს" საქართველოში, "ვანო ხერხემალის" ტირილს, არა ვარ რუსეთს აგენტიო და ა.შ. მთავარი სახეზეა, ჩვენს ქვეყანას 9 წელი მართავდნენ,  რომ იტყვიან "გახაზული" და რამდენიმე პატრონის მომსახურე აგენტები.

ყველაფერი შეუსრულეს მათ პატრონებს ერთის გარდა, ხელისუფლებაში ვეღარ დარჩნენ”- წერს ანჯაფარიძე.