მსახიობი იოსებ გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
1733776207
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე დღეს, კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას ეხმაურება და აცხადებს, რომ დღეს კრამატორსკში მსოფლიომ იხილა ბოლო პერიოდის ყველაზე დიდი ტერაქტი. რუსეთმა დაარღვია ომის ყველა წესი, რომელიც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეზე გადის:
-„დღეს ჩვენ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე ვიხილეთ არა თუნდაც ყველაზე საშინელი ომის ერთი ფრაგმენტი, არამედ, ვიხილეთ ბოლო პერიოდის ყველაზე დიდი ტერაქტი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს საშინელებათა ომია, სადაც ფასი დაკარგა უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლემ. ომსაც აქვს თავისი წესები და ყველაზე რთულ ბრძოლაშიდაც კი გმართებს ამ წესების დაცვა. ომის სიმძიმეც და პასუხისმგებლობაც უპირველეს ყოვლისა, მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპულთა რაოდენობით ფასდება.
არ ვიცი, როდემდე გაგრძელდება ეს საშინელება, მაგრამ ფაქტია, რუსეთი უკან არ იხევს. დათმობას არ აპირებს უკრაინაც და ბუნებრივია, ისინი საკუთარ თავისუფლებას იცავენ. არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს მოგვიწევს ამ შემზარავი კადრების ყურება, მაგრამ ყველამ უნდა შეძლოს ერთი მიზნის მიღწევა - ეს ომი მალე უნდა დამთავრდეს. მსოფლიო თანამეგობრობას დიდი გამოცდილება აქვს მსგავსი უმძიმესი ომების მოლაპარაკების გზით დასრულების. აუცილებელია ეს გამოცდილება მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული რუსეთ-უკრაინის ომშიც. მიუხედავად იმისა, რომ რთულია რუსეთთან საუბარი, არ არსებობს საკითხი, რისი გადაწყვეტაც შეუძლებელია მშვიდობიანი გზით ნებსით ან იძულებით.
იმედს გამოვთქვამ, მთელი მსოფლიო ერთად იზრუნებს ამ შემზარავი ომის დროულად დასრულებაზე, ისე, რომ უკრაინის ეროვნული ინტერესები არ დაზიანდეს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მსახიობი იოსებ გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
1733776207