გაზის მიწოდება 34 საათით შეწყდება - ნახეთ მისამართები და დეტალური ინფორმაცია
1793904081
ჩვენ ახლა გვაქვს რეალური შანსი იმის, რომ ისტორიულად გადავდგათ სწორი ნაბიჯი საქართველოს ნეიტრალიტეტით და სახელმწიფოებს შორის ინტერესთა დაბალანსებით მოვიპოვოთ ჩვენ უსაფრთხოება, რომელიც იქნება ჩვენი ეკონომიკისა და სახელმწიფოს განვითარების ახალი ფუნდამენტი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა ნეიტრალიტეტის თემაზე საუბრისა.
მისივე თქმით, არსებობს შეხედულება, რომ ნეიტრალიტეტი არის ცუდი და ადამიანებს მცდარ მაგალითად მოჰყავდათ საუკუნის დასაწყისში საქართველოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ფაქტი.
„ისტორიულად ეს ძალიან დიდი ცდომილებაა, როდესაც ამბობენ, რომ აი, როდესაც ვიყავით ნეიტრალური ჩვენ საუკუნის დასაწყისში, პირველი რესპუბლიკის დროს, მაშინ ის არავინ დაიცვა“, - განაცხადა გიორგობიანმა.
მისივე თქმით, ნეიტრალიტეტი ფურცელზე დაწერილი გარანტია არაა, რომელიც მარადჟამს დაიცავს ქვეყანას და ამას რეალური პოლიტიკა აჩვენებს, რადგან დიდი სახელმწიფოები ხელშეკრულებებს არ იცავენ.
„ჩვენ ახლა ამ მოცემულობაში ვართ, როდესაც სამხრეთ კავკასიაში არის რამდენიმე დიდი გლობალური ძალის ინტერესები გამოხატული და რამდენიმე ადგილობრივი ზე სახელმწიფოს ძალა - ეს არის თურქეთი, ირანი, რუსეთი და გლობალური ძალები ეს არის ჩინეთი და აშშ. ჩვენ ახლა გვაქვს რეალური შანსი იმის, რომ ისტორიულად გადავდგათ სწორი ნაბიჯი საქართველოს ნეიტრალიტეტით და ამ სახელმწიფოებს შორის ინტერესთა დაბალანსებით მოვიპოვოთ ჩვენ უსაფრთხოება, რომელიც იქნება ჩვენი ეკონომიკისა და სახელმწიფოს განვითარების ახალი ფუნდამენტი“, - აღნიშნა გიორგობიანმა.