შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

შუქი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს 6 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ნოემბერს 12:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ახალუბანი, მისაქციელი, სელექცია, ნატახტარი და მიმდებარე სოფლებში;

14:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: სიმონიანთხევი, თოლენჯი, გორანა, ალოტი და მიმდებარე სოფლებში.

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

✕