გაზის მიწოდება 34 საათით შეწყდება - ნახეთ მისამართები და დეტალური ინფორმაცია
1793904081
ესპანელი ჟურნალისტის, ჯოს მონტიელის პოდკასტში En Consciencia con Joss Montiel სტუმრობისას ილია თოფურიას ყოფილმა მეუღლემ, ჯორჯინა უზკატეგუიმ, დედობაზე, მიზნებსა და პირად განვითარებაზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, დედობა ბავშვობიდანვე მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოცნება იყო. ჯორჯინას თქმით, ბავშვობის უამრავ ფოტოში საკუთარ წარმოსახვით პატარასთან ერთად არის აღბეჭდილი, რადგან ყოველთვის წარმოედგინა, როგორი იქნებოდა მისი შვილის დედობა.
„მთელი ცხოვრება დედობაზე ვოცნებობდი. ბავშვობის უამრავი ფოტო მაქვს, სადაც ჩემს წარმოსახვით პატარასთან ერთად ვარ. სულ წარმოვიდგენდი, რომ ჩემი პირველი ქალიშვილი ჯორჯინა იქნებოდა.
ჯერ კიდევ დაორსულებამდე და, ფაქტობრივად, ჩემი შვილის მამის გაცნობამდე ორი წლით ადრე ვთქვი: მინდა, დედობისთვის მოვემზადო. მინდა, ორგანიზმი გავწმინდო და მოვამზადო, რათა ბავშვს საუკეთესო პირობები შევუქმნა. ეს სურვილი ყოველთვის მქონდა. ამისთვის ბევრი ვემზადებოდი“, – იხსენებს უზკატეგუი.
ჯორჯინასთვის დედობა მხოლოდ ახალი ცხოვრების ეტაპი კი არა, დიდი ხნის ოცნების ასრულება აღმოჩნდა. ის საუბრობს იმაზეც, რამდენად მნიშვნელოვანია ქალისთვის საკუთარი მიზნების, ინტერესებისა და პროფესიული განვითარების შენარჩუნება.
შეგახსენებთ, რომ ჯორჯინა უზკატეგუი ვენესუელელი ბიზნესმენი და ილია თოფურიას შვილის დედაა. მას ბიზნესის მიმართულებითაც აქვს გამოცდილება და წარსულში სპორტსმენის პირადი ბრენდის მართვაშიც მონაწილეობდა.