შეკარით მუშტი და დააკვირდით ცერა თითს - ტესტი, რომელიც თქვენი პიროვნების უცნობ მხარეებს დაგანახვებთ
1762203102
                                                                უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის მოლაპარაკებებისთვის „აზოვსტალიდან“ მოქალაქეების ევაკუაციისთვის.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებისა მარიუპოლში საომარი მოქმედებების სავარაუდო შეწყვეტის შესახებ, „აზოვსტალის“ ტერიტორია კვლავ ექვემდებარება ბარბაროსულ დაბომბვას რუსული არმიის მხრიდან.
„უკრაინა მზად არის დაუყოვნებლივი მოლაპარაკებებისთვის „აზოვსტალიდან“ მოქალაქეების ევაკუაციისთვის და მიღწეული შეთანხმებების დაუყონებლივ იმპლემენტაციისთვის. ჩვენ ასევე ველოდებით ამ ადამიანების მიმართ ჰუმანურ მოპყრობას რუსეთისგან. ვიმედოვნებთ, რომ გენერალური მდივნის მისიის ეს ნაწილი ეფექტური იქნება“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ გაეროს გენერალურ მდივანთან გამართულ პრესკონფერენციაზე.