თეთრმა სახლმა ზელენსკისა და უკრაინისადმი მიძღვნილი მონეტა გამოუშვა

ზელენსკი

თეთრმა სახლმა ზელენსკისა და უკრაინისადმი მიძღვნილი მონეტა გამოუშვა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. 

მონეტა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ჯო ბაიდენის გამოსახულებით გამოვიდა. მონეტაზე ასევე დატანილია კონგრესში ზელენსკის გამოსვლის გამოსახულებები.

„ეს იყო საოცრად პირდაპირი მოწოდება ომის დროს ლიდერის მხრიდან, რომელიც ამტკიცებდა, რომ უკრაინის დახმარება მორალური იმპერატივია იმ ქვეყნისთვის, რომელიც თავს იკავებს თავისუფლებისა და დემოკრატიის შუქურად მსოფლიოსთვის... ეს იყო არაჩვეულებრივი მიმართვა“, - ნათქვამია მონეტის აღწერაში.

მონეტის ღირებულება 100 დოლარია. მონეტის გაყიდვიდან მიღებული მოგება მთლიანად მოხმარდება უკრაინელი ხალხის ჰუმანიტარულ დახმარებას.