უკრაინის სამხედრო გზით დახმარება, რუსეთთან შეტაკების რისკს ზრდის – აშშ-ში რუსეთის ელჩი

ამერიკული შეიარაღება

აშშ-ის გადაწყვეტილება, უკრაინას მეტი სამხედრო დახმარება გაუგზავნოს, რუსეთსა და დასავლეთს შორის პირდაპირი სამხედრო შეტაკების საშიშროებას ზრდის, – ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.

რუსი დიპლომატის თქმით, აშშ კონფლიქტის მონაწილეა.

„მოვუწოდებთ ვაშინგტონს, შეწყვიტოს მისი პროვოკაციული ქმედებები, რომლებმაც შეიძლება, გამოიწვიოს ყველაზე მძიმე შედეგები“, – განაცხადა რუსეთის ელჩმა.

მანამდე, აშშ-მა უკრაინისთვის დამატებით 625 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადა.

ბოლო კვირების განმავლობაში, უკრაინის ჯარებს მნიშვნელოვანი წინსვლა აქვთ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთსა და სამხრეთში.