უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთი ამზადებს ახალ შეტევას სუმის ოლქზე

sumis olqi

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, რუსეთი თავისი ტერიტორიიდან ახალ შტრუმს ამზადებს უკრაინის სუმის ოლქზე და შენარჩუნებულია ბელარუსის ტერიტორიიდან საავიაციო და სარაკეტო დარტყმების საფრთხეც.

უკრაინის გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, სუმის ოლქის რაიონებზე შეტევისთვის, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინასთან საზღვრის მახლობლად განათავსეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები „გრადი“.

გენშტაბის ცნობითვე, მოწინააღმდეგე განაგრძობს შტურმს დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკის და ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანკის მიმართულებებით. უკრაინის არმიის სარდლობის თანახმად, რუსეთის სამხედრო ძალები ლისიჩანსკს უტევენ დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის მიმართულებიდანაც, სადაც ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს დასახლებულ პუნქტ კლინოვოსა და ერთ-ერთ სავტომობილო მაგისტრალთან.