გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1790794934
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, ოკუპანტების ტყვეობისგან 32 ჯარისკაცი გაათავისუფლეს.
მისივე ცნობით, გათავისუფლებულთა შორის არიან ადამიანები, რომლებიც დაკარგულად ითვლებოდნენ.
,,დღეს პატიმართა მორიგი გაცვლა შედგა. მოვახერხეთ 32 ჯარისკაცის გათავისუფლება და ისრაელელი დმიტრო ფიალკას ცხედრის დაბრუნება.
გათავისუფლებულთა შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცრები, სერჟანტები და ჯარისკაცები. ამ ადამიანებიდან ბევრი დაკარგულად ითვლებოდა", - წერს ანდრეი ერმაკი Twitter-ზე და გათავისუფლებული ჯარისკაცების ფოტოს აქვეყნებს.