სანქციების მორიგი სერია - რუს ოლიგარქებს, პოლიტიკოსებსა და მათ ოჯახებს, მათ შორის, დიმიტრი პესკოვის შვილებს იაპონიამ სანქციები დაუწესა

peskovebi

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, იაპონიამ  რუს ოლიგარქებს, პოლიტიკოსებსა და მათი ოჯახის წევრებს, მათ შორის, დიმიტრი პესკოვის შვილებს სანქციები დაუწესა, ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს განცხადების მიხედვით, სანქციები 25 ფიზიკურ და 81 იურიდიულ პირს შეეხო.

მათ შორის არიან: პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის შვილები. პუტინის ყოფილი თანაშემწე იგორ შუვალოვი და მისი ოჯახი.  რუსი მილიარდერი ალექსეი მორდაშოვი. რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის ოჯახის წევრები. პუტინის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო.

გარდა ამისა, იაპონიამ 81 რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა და მათი პროდუქციის იმპორტი აკრძალა. ასევე,  იაპონიამ რუსეთის ფედერაციაში ფუფუნების საგნების ექსპორტი აკრძალა.