„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერზე წერს, რომ დემოკრატია უფრო მეტად უნდა იყოს შეიარაღებული, ვიდრე ტერორისტები.
„რუსული რაკეტები არ დაფრინავს ევროპის საბავშვო მოედნებზე. ვაშინგტონში სკოლის მოსწავლეებმა არ იციან, რა არის განგაშის სიგნალის ხმა. ჩვენ მოკავშირეებს ცის ჩაკეტვას უკვე აღარ ვთხოვთ.
ყველაზე მეტად რაც გვჭირდება, საჰაერო თავდაცვის და ანტისარაკეტო სისტემებია, საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენი შვილების უსაფრთხო ძილი უზრუნველყოთ. დემოკრატია უფრო კარგად უნდა იყოს შეიარაღებული, ვიდრე ტერორისტები“, – წერს პოდოლიაკი.
ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნახეთ აქ: ოკუპანტების მასიური შეტევა და აფეთქებები უკრაინაში - განახლებადი