შენობები „სტიროქაფით" იყო აშენებული... - მაშველებს ადგილზე დაუჯერებელი სურათი დახვდათ (ვენესუელა)
1782851424
რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკსა და გრიშინოს დასახლებაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, - ინფორმაციას ამის შესახებ დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისივე თქმით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, განადგურდა ან დაზიანდა სულ მცირე 14 კერძო სახლი, მეტეოროლოგიური სადგური და ფერმა.
„რუსები აშკარად იცავენ თავიანთ ტაქტიკას. ისინი თავს ესხმიან სამოქალაქო ობიექტებს და ატერორებენ ადამიანებს... მტერი სასტიკი და ცინიკურია. მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ. “- წერს პაველ კირილენკო.