dailymail: დონალდ ტრამპის ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა, ბორტზე იმყოფებოდა პირველი ლედიც
1758229389
ლვოვში, რუსების მასიური თავდასხმების გამო, მობილურ კავშირში შეფერხებები იყო. ამის შესახებ ქალაქის მერმა ანდრეი სადოვიმ განაცხადა.
„ქალაქში მობილურ კავშირში შეფერხებები დროებითია. ოპერატორი ამბობს, რომ ახლა მიმდინარეობს სამუშაოები“, - განაცხადა მან.
გარდა ამისა, სადოვოის თქმით, დღეს ლვოვის სკოლებში სწავლა დისტანციურად ჩატარდება.
„ონლაინ გაკვეთილი განგაშის დასრულებიდან ერთი საათის შემდეგ დაიწყება“, – განაცხადა მერმა.
ორშაბათს, 10 ოქტომბერს, დილით, რუსმა დამპყრობლებმა მასიური თავდასხმა მოაწყვეს უკრაინის ქალაქებზე. აფეთქებები ისმოდა კიევში, დნეპერში, ჟიტომირისსა და ხმელნიცკის რაიონში.