პირველ რიგში, ეს ომი არის რუსეთის დასუსტებისთვის, სადაც უკრაინაა გაჭედილი და ელიტების გაუკუღმართებულ აზროვნებაში ეს ომი არის ჩინეთზე - ჯეფრი საქსი

ჯეფრი საქსი

გულწრფელად გითხრათ, უკრაინა არც კი არის ყურადღების ცენტრი. უკრაინა ფიქრობს: ეს ომი ჩვენზეა - არა, ეს არის  ომი, პირველ რიგში რუსეთის დასუსტებისთვის, სადაც უკრაინაა გაჭედილი და კარგავს ასობით და ათასობით ადამიანს თუ ქალაქს, რაც საშინელებაა. მაგრამ ეს [ომი] არც არის უკრაინაზე - ელიტების გაუკუღმართებულ აზროვნებაში ეს არის ჩინეთზე,“- ამის შესახებ ამერიკელმა ეკონომისტმა, პროფესორმა ჯეფრი საქსმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, სადაც  უკრაინაში მიმდინარე ომის მოვლენები შეაფასა.

კითხვაზე, როგორ გავიგოთ ევროპელი მოკავშირეების შედარებით უხეში პოზიცია, ჯეფრი საქსი აღნიშნავს, რომ იმედგაცრუებულია ევროპელი ლიდერებით, მათ აქვთ გარკვეული შეხედულებები, რომელსაც არ უხსნიან თავიანთ საზოგადოებას.

„მე ნამდვილად იმედგაცრუებული ვარ ევროპელი ლიდერებით, რადგან ვიცი, რომ  კონფიდენციალურად, მათ აქვთ გარკვეული შეხედულებები, რომელსაც არ უხსნიან თავიანთ საზოგადოებას. მე ვესაუბრე სხვადასხვა მთავრობის ხელმძღვანელებს ევროპაში და მაგალითად, მათ მითხრეს, რომ ნატოს გაფართოება ძალიან ცუდი იდეაა. ფაქტია, შოლცი 2022 წლის თებერვალში ჩავიდა  რუსეთში და უთხრა პუტინს, რომ მისი კანცლერობის დროს, ნატოს გაფართოება არ მოხდება. პუტინმა კი მას უპასუხა: რამდენი ხნით იქნები კანცლერი? მე მინდა შტატები ჩემს თანამოაზრედ/კოლეგად და არა შენ - და მან სიმართლე თქვა. ეს არის აშშ-ის ალიანსი და არა გერმანიის. აშშ კი არის აბსოლუტურად მკაცრად თავის პოზიციაზე.“- აღნიშნა საქსმა.

მისივე თქმით, ჩვენ გვყავს ორი მტერი, რომელიც ემუქრება ჩვენს ერთპოლუსიან სამყაროს. ერთი შედარებით მცირე - ეს რუსეთია და მეორე, ვინც აშინებს მათ არის ჩინეთი.

„აშშ-ის ხელმძღვანელობის რეალური აზროვნება ახლა არის შემდეგი: ჩვენ გვყავს ორი მტერი, რომელიც ემუქრება ჩვენს ერთპოლუსიან სამყაროს. ერთი შედარებით მცირე - ეს რუსეთია. ჩვენ დავასუსტებთ მას, ჩვენ დიდი ხანია ომი გვაქვს და ჩვენ მათ დავამარცხებთ, ეს მეორე ადგილზე მყოფი რეგიონალური ძალაა. ისინი ივიწყებენ 1600 ბირთვულ იარაღს, ისინი ივიწყებენ 11 დროის სარტყელს, ისინი ივიწყებენ მსოფლიოში უმსხვილეს რესურსების საბადოებს, ივიწყებენ რუსი ხალხსაც ნიჭსაც - არა, რუსეთს ჩვენ დავაზუსტებთ [ამბობენ ისინი]. ის, ვინც აშინებს მათ, არის ჩინეთი. მათ არ იციან რა ქნან - ამიტომ ახლა, ერთ-ერთი არგუმენტია ის, რომ  უკრაინის შემთხვევაში უნდა ვიყოთ მკაცრები, რათა ვაჩვენოთ ჩინეთს, რამდენად სერიოზულად ვეკიდებით საქმეს. თუ ახლა უკან დავიხევთ, რას იზამს ჩინეთი ტაივანთან მიმართებით?,“- განაცხადა ჯეფრი საქსმა.

ვიდეო