უმძიმესი ტრაგედია - დედამ ბავშვი მეხუთე სართულიდან გადააგდო (უკრაინა)

გამომძიებელი

კიევის რეგიონში დედამ ბავშვი მეხუთე სართულიდან გადააგდო. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. 

გამოცემის ცნობით, გამომძიებლები ამჟამად იკვლევენ საგანგებო სიტუაციის ყველა გარემოებას. ისინი ვარაუდობენ, რომ 29 წლის დედას მშობიარობის შემდგომი დეპრესია ჰქონდა. აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

„დედამ ბავშვი მე-5 სართულიდან გადააგდო. ტრაგედია ქალაქ ვიშნევოეში 21 მარტს მოხდა. 2 თვის ბიჭი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ ბავშვი მიყენებული დაზიანებებისგან გარდაიცვალა", - აღნიშნეს სამართალდამცველებმა.

უკრაინაში ხშირად ხდება ინციდენტები ჩვილებთან დაკავშირებით. კერძოდ, ხშირად ფიქსირდება დედების მხრიდან ნაგავში, ან ახალშობილთა ტუალეტში გადაყრის შემთხვევები. იყო შემთხვევაც, როცა მამამ პატარა ვაჟი სცემა, რადგან ტიროდა და დაძინება არ უნდოდა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ბავშვი გარდაიცვალა.