სადღობელაშვილი

პოლიტიკა 1786886598

ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი კრიზისის დროს საწვავის მიწოდების გარშემო ატეხილმა ისტერიკამ კიდევ ერთხელ გააშიშვლა რადიკალური, ანგაჟირებული და ანტიეროვნული ოპოზიციის სახე - რა არის ეს თუ არა შერიგების პროცესის საბოტაჟი?! - ლადო სადღობელაშვილი

ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი კრიზისის დროს საწვავის მიწოდების გარშემო ატეხილმა ისტერიკამ კიდევ ერთხელ გააშიშვლა რადიკალური, ანგაჟირებული და ანტიეროვნული ოპოზიციის სახე, - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში.სადღობელაშვილის თქმით, ოპოზიციის მხრიდან მსგავსი ქმედებები სიახლეს არ წარმოადგენს, რამდენადაც აღნიშნულ მავნებლურ ქმედებას საფუძველი წლების წინ ჩაეყარა, რასთან დაკავშირებითაც ის ვრცლად საუბრობს საკუთარ პოსტში.მისივე შეფასებით, ქართული ოპოზიციის გადადგმული ნაბიჯები სხვა არაფერია თუ არა “შერიგების პროცესის საბოტაჟი.”„- ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი კრიზისის დროს საწვავის მიწოდების გარშემო ატეხილმა ისტერიკამ კიდევ ერთხელ გააშიშვლა რადიკალური, ანგაჟირებული და ანტიეროვნული ოპოზიციის სახე.- როდესაც საუბარია ჩვენს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებთან ნდობის აღდგენაზე, ჰუმანიტარულ თუ ეკონომიკურ ხიდებზე, ოპოზიციური აგენტურა და მათი აქტივისტები მხოლოდ სიძულვილსა და ბზარის გაღრმავებას თესავენ.- ეს ტენდენცია ახალი არ არის… ამ მავნებლურ მიდგომას საფუძველი ჯერ კიდევ წლების წინ ჩაეყარა. გახსოვთ ალბათ, როგორ აჟღერებდა თინა ხიდაშელი იდეას, რომ NATO-ში შესვლა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე მე-5 მუხლის გავრცელების გარეშე „ერთადერთი პრაგმატული გზაა”, იგი ამბობდა ვციტირებ “… აფხაზეთით თუ აფხაზეთის გარეშე – ეს ჩემთვის ყველაზე მცირე პრობლემაა“. ანუ პირდაპირ გვთავაზობდნენ აფხაზეთზე დროებით თუ სამუდამოდ უარის თქმას და ტერიტორიების გარეშე „დასავლურ გაერთიანებებში“ სვლას. საბედნიეროდ მე იმ დროს ამ ანტიეროვნული “იდეის” მხარდამჭერი ქართველი არ მინახავს, თუმცა ახლა 12 წლის თავზე ასეთებიც გამოჩნდნენ! ნაცვლად იმისა, რომ მხარი დაუჭირონ ენგურს მიღმა მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების დახმარებას , იქნება ეს ელექტროენერგია, უფასო ჯანდაცვის პროგრამები თუ კრიზისის დროს საწვავის მიწოდება, ოპოზიციური აქტივისტები ისტერიკას აწყობენ. სოციალურ ქსელებში პირდაპირ გვესმის რადიკალებისგან მოწოდებები, თითქოს უკრაინულმა დრონებმა საწვავმზიდები უნდა დაბომბონ და ნებისმიერი ჰუმანიტარული თუ ბიზნესნაბიჯი „ოკუპანტის დახმარებად“ გამოაცხადონ.- რა არის ეს თუ არა შერიგების პროცესის საბოტაჟი?! ოპოზიციის წარმომადგენლები, მაგალითად რომან გოცირიძე, ყოველგვარ ჰუმანიტარულ და შერიგების მცდელობას „კანონდარღვევად“ და „სანქციების გვერდის ავლად“ აფასებს.- ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის ბზარი უფრო გაღრმავდეს. მათ არ აინტერესებთ ქვეყნის გამთლიანება – მათთვის მთავარია საკუთარი ვიწრო პოლიტიკური დივიდენდები და დონორების დავალებების შესრულება.- საქართველოს გამთლიანება გადის მხოლოდ და მხოლოდ ნდობის აღდგენასა და ზრუნვაზე, და არა მტრობის გაღვივებაზე!Ps ისე კარგი იქნება თუ მოვისმენდით აგონიაში მყოფი ოპოზიციისგან აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნების გზას-გეგმას! თუ რა თქმა უნდა დაბრუნების სურვილი აქვთ…”, - წერს სადღობელაშვილი.

შაკო კუჭაშვილი

პოლიტიკა 1786879935

შაკო კუჭაშვილი ოპოზიციის მხარდამჭერებზე, რომლებიც აფხაზეთში საწვავის შეტანის გამო საქართველოს უკრაინული დრონებით დაბომბვას ითხოვენ: ჩვენი დროის სერგო ორჯონიკიძეები - საქართველოს წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო აგრესიის წახალისება არც გამოხატვის თავისუფლებაა და არც შიდა პოლიტიკური ბრძოლის სახეობად უნდა აღვიქვათ, სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვეს

სულ ვფიქრობ რამდენად შორს წავლენ - მეთქი, და აჰა - ჩვენი დროის სერგო ორჯონიკიძეები ამჯერად საკუთარი ქვეყნის დრონებით დაბომბვას ითხოვენ,- ასე ეხმაურება სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, ოკუპირებულ აფხაზეთში ჰუმანიტარული ტვირთის სახით საწვავის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის მხარდამჭერთა კომენტარებს სოციალურ ქსელში, რომლებიც საქართველოს მიმართ შესაძლო აგრესიის წახალისებას ცდილობენ.კუჭაშვილის განცხადებით, საქართველოს წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო აგრესიის წახალისებას შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვეს.“სულ ვფიქრობ რამდენად შორს წავლენ - მეთქი, და აჰა - ჩვენი დროის სერგო ორჯონიკიძეები ამჯერად საკუთარი ქვეყნის დრონებით დაბომბვას ითხოვენ. ეს უბრალოდ კლავიატურაზე კაკუნი არაა, ასეთი მოწოდებები შესაბამისი უწყებების მხრიდან მკაცრ სამართლებრივ შეფასებას მოითხოვს. საქართველოს წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო აგრესიის წახალისება არც გამოხატვის თავისუფლებაა და არც შიდა პოლიტიკური ბრძოლის სახეობად უნდა აღვიქვათ, სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვეს. უსამშობლოებს ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ გალაშქრება ძვირად უნდა დაუჯდეთ.”- წერს შაკო კუჭაშვილი.        

სქრინი აბაშიძე

პოლიტიკა 1786874707

რადიკალების მოწოდება, რომ უკრაინის დრონებმა აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდების გამო ჩვენი ქვეყანა დაბომბონ, არის საკუთარი სახელმწიფოს განადგურებისა და მოქალაქეების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ღია დაკვეთა -​ მსგავსი საჯარო მოწოდებები შეიცავს სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის ნიშნებს - გია აბაშიძე

რადიკალების მოწოდება, რომ უკრაინის დრონებმა საქართველოს აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდების გამო ჩვენი ქვეყანა დაბომბონ, ეროვნული ღალატია, - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.​მისი განცხადებით, მსგავსი საჯარო მოწოდებები შეიცავს სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის ნიშნებს და სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული საბოტაჟია.„ეს არის საკუთარი სახელმწიფოს განადგურებისა და მოქალაქეების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ღია დაკვეთა და ამას ატირაჟირებს ბინძური ნაცმედია. ​მსგავსი საჯარო მოწოდებები შეიცავს სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის ნიშნებს და სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული საბოტაჟია. სამშობლოს გამყიდველების ადგილი საჯარო სივრცესა და სოცქსელებში არ არის – მათი ადგილი გისოსებს მიღმაა!”, - წერს აბაშიძე

ზაალ ანჯაფარიძე

პოლიტიკა 1786870779

რუსეთს უკვე მოთმინება ეწურება და გუშინწინ აშშ-ს და თურქეთს ლამის ულტიმატუმი წაუყენა, რომ სამშვიდობო მედიატორის და უკრაინასთვის იარაღის მიმწოდებლის სტატუსები ერთმანეთთან შეუთავსებელია - ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობას და უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით განხორციელებული იერიშების მასშტაბის ზრდას ეხმიანება.როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით თვალშისაცემია უკრაინის მიერ ერთდროულად გაშვებული დრონების რაოდენობის მკვეთრი ზრდა.მისი შეფასებით, მსგავსი მასშტაბის ოპერაციები დასავლეთისა და მისი მოკავშირეების ფინანსური, ტექნიკური და სამხედრო მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.„ვინც რუსეთ-უკრაინის (დასავლეთის) ომის მსვლელობას მეტნაკლებად რეგულარულად აკვირდებით, აუცილებლად შეამჩნევდით ერთ ძალიან მნიშვნელოვან, მე ვიტყოდი სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტენდენციას.თუკი 1-1,5 წლის წინ უკრაინას ერთ გაშვებაზე მხოლოდ 300-მდე დრონის მიმართვა შეეძლო რუსეთზე და შეზღუდულ არეალზე, წუხელ 16 აგვისტოს, ამ რიცხვმა 822(!) შეადგინა გაცილებით უფრო ფართო გეოგრაფიით და შესაბამისად უფრო მასშტაბური ზიანის მიყენებით.რა თქმა უნდა, ეს ყოველივე შეუძლებელი იქნებოდა დასავლეთის და მისი მოკავშირეების ინტენსიური ფინანსურ-ტექნიკური და სამხედრო დახმარების გარეშე.  გუშინ პუტინ-ტრამპის ალიასკაზე შეხვედრის წლისთავი იყო, და ალბათ "შესანდობარი" უნდა დაილიოს მისი გარდაცვალების, რადგანაც იქ მიღწეული "შეთანხმებებიდან," რქები და ჩლიქებიც კი აღარ დარჩა. ამაზე ადრეც დამიწერია მეც და სხვებსაც.რუსეთს კი უკვე მოთმინება ეწურება და გუშინწინ აშშ-ს და თურქეთს ლამის ულტიმატუმი წაუყენა, რომ სამშვიდობო მედიატორის და უკრაინასთვის იარაღის მიმწოდებლის სტატუსები ერთმანეთთან შეუთავსებელია.“ - წერს ანჯაფარიძე.

დავით ქართველიშვილი

პოლიტიკა 1786870469

საქართველოს მთავრობა ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებთა სამედიცინო დახმარებისთვის ყოველწლიურად საშუალოდ 4-დან 6 მილიონ ლარამდე გამოყოფს. ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით საბიუჯეტო ხარჯებმა 40-50 მილიონ ლარს გადააჭარბა - დავით ქართველიშვილი

მთავარია, ვინ არის ამ პარანოიის გამავრცელებელი. კვლავ იგივე ადამიანები, რომლებიც 2006-2008 წლებში კოდორის ხეობაში საგანგებოდ გამოთხრილ და დაბეტონებულ სანგრებში ათობით მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღებას ასაწყობებდნენ, იმისთვის, რომ 2008 წლის აგვისტოში ერთი გასროლის გარეშე ჩაებარებინათ ის რუსებისა და სეპარატისტებისთვის. შემდგომ კი ამ იარაღით რუსებს უკრაინელები გაენადგურებინათ. უკრაინული ჯოჯოხეთის ეს სისხლიანი სპონსორები დღეს ნიანგის ცრემლებს ღვრიან ღალატის თემაზე - ასე ეხმიანება  სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ჰუმანიტარული ტვირთის სახით საწვავის მიწოდების საკითხს და აცხადებს, რომ ამ თემის ირგვლივ მიზანმიმართული სპეკულაციები მიმდინარეობს.მისივე შეფასებით, წინა ხელისუფლების პერიოდში რუსულ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან გაფორმებული გარიგებების მასშტაბი დღეს მიმდინარე დისკუსიების ფონზე განსაკუთრებით საყურადღებოა.მისი ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებს მიეწოდებათ ონკოლოგიური, კარდიოქირურგიული, პედიატრიული, დიაგნოსტიკური, რეანიმაციული და სხვა სახის მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება.ქართველიშვილი ასევე საუბრობს პროგრამის ფინანსურ მხარეზე და აცხადებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან მცხოვრები პირებისთვის სამედიცინო დახმარების ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან იფარება.„მილიონნახევარი ლარის ღირებულების საწვავი ჰუმანიტარული ტვირთის სახით შევიდა მათ შორის ქართველებით დასახლებულ ოკუპირებულ აფხაზეთში და ამას მიეცა არმაგედონული ხასიათის შეფასება, რომლის შიზოფრენიულ შინაარსს ნუღა მომაყვანინებთ. მთავარია - ვინ არის ამ პარანოიას გამავრცელებელი. კვლავ იგივე მოღალატეები, რომლებიც 2006-2008 წ.წ. კოდორის ხეობაში საგანგებოდ გამოთხრილ და დაბეტონებულ სანგრებში ასაწყობებდნენ ათობით მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღებას იმისთვის - რომ 2008 წლის აგვისტოში ერთი გასროლის გარეშე ჩაებარებინათ ის რუსების და სეპარატისტების ხელში იმისთვის, რომ შემდგომ ამ იარაღით რუსებს - უკრაინელები გაენადგურებინათ. უკრაინული ჯოჯოხეთის აი ეს სისხლიანი სპონსორები დღეს ნიანგის ცრემლებს ღვრიან ღალატის თემაზე.თუ შევაჯამებთ ყველა იმ საკვანძო ქართული ენერგეტიკული, სამრეწველო და ინფრასტრუქტურული აქტივის ღირებულებას, რომლებიც 2008–2012 წლების პერიოდისთვის რუსულ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებს („ინტერ რაო“, „გაზპრომი“, „ვთბ“, „ალფა-ჯგუფი“, „GeoProMining“ და სხვ.) გადასცეს ამ მოღალატეებმა, რომლებიც დღეს მილიონნახევრის ღირებულების საწვავზე რუსეთის "გაძლიერების" სცენარებს აგებენ: ამ ობიექტების ჯამური საბაზრო ღირებულება დაახლოებით 800 მლნ – 1,2 მლრდ აშშ დოლარად ფასდება. უშუალოდ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ (2009–2011 წ.წ. პერიოდში) რუსულ სტრუქტურებთან გაფორმებული ახალი გარიგებების ჯამურმა მოცულობამ (ხრამჰესი-1-ისა და ხრამჰესი-2-ის პრივატიზების ჩათვლით) დაახლოებით 100–150 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.მას შემდეგ, რაც სვანების მკვლელმა ბარამიძემ - ქართველებს საჯაროდ დასდო ბრალი სამხედრო დანაშაულის (War Crimes) ჩადენაში 1992-1993 წ.წ. და ამით დაადანაშაულა საქართველო: ჟენევის კონვენციისა (Grave Breaches of the Geneva Conventions) და რომის სტატუტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ადამიანურობის წინააღმდეგ (Crimes Against Humanity) - რუსულ "წისქვილზე" საუბრებს ან ზოგადად როგორ ბედავენ, ან ნუთუ საერთოდ აზროვნებაგამოშიგნულია მათი ის "ბაბლი", რომელსაც ღმერთმა ის უკანასკნელიც წაართვა, რაც "ჰომო საპიენსებს" პრიმატებისგან განასხვავებენ? ამდენი იდიოტი ერთ სულ მოსახლეზე ძალიან ბევრია ასეთი მცირერიცხოვანი სახელმწიფოსთვის.ბარამიძის მიზანმიმართული მორიგი ანტიქართული გამოხტომის შემდეგ, მე აღარ გამიკვირდება მორიგი ბრალდება, რომ საქართველომ იმის მაგივრად, რომ ხელი შეეწყო "სეპარატისტების პოპულაციის" შემცირებას - წლების განმავლობაში მათ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებით ზრუნავს მათთვის კვალიფიციური სამედიცინო სერვისების გაწევას. მე ამ კლასიკური გაგების და ლიბერალური ნაირსახეობის ფაშისტების მხრიდან აღარაფერი გამიკვირდება. კალკულატორების ისეთი ლომები, რომლებიც ენგურზე გადასულ ათობით 30-ტონიან (!) ბენზომზიდებს აფიქსირებენ (გვარამია), ხოლო სოჭიდან რუსებით გადაჭედილ 500-მგზავრიან (!)  "იკარუსებზე" (?) სრულ სისულელეს (გოცირიძე) აჭმევენ თავის უტვინო მაყურებელს - ხვალ არ მოერიდებიან, ეს სამედიცინო დახმარებაც თავის ფაშისტურ კონვერტაციაში გადაიყვანონ.დიახ, დე-ფაქტო აფხაზეთის რეჟიმის მოქალაქეებისთვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან (აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი) კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ ოფიციალურ სტატისტიკას საქართველოს მთავრობა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აწარმოებს. სამედიცინო დახმარება მიეწოდება სპეციალური „რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის“ (ასევე საყოველთაო ჯანდაცვის) ფარგლებში, რომელიც ხელმისაწვდომია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ყველა პირისთვის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეობის ან ქართული დოკუმენტების არქონის შემთხვევაშიც. ასე რომ - გასკდით გულზე ფაშისტებო, ჯალათებო, მკვლელებო და მოღალატეებო.მიუხედავად ანტიქართული ლიბერალური ფაშიზმის ჯერ კიდევ არსებობისა - პაციენტთა ნაკადი იქიდან წლების განმავლობაში სტაბილურია. სხვადასხვა შეფასებით, მიმართვების უმრავლესობა (65%-დან 80%-მდე) სწორედ აფხაზეთის მცხოვრებლებზე მოდის. საშუალოდ წელიწადში: თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ კლინიკებში დახმარებას იღებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის 1 200-დან 1 800-ზე მეტი მცხოვრები. COVID-19-ის პერიოდში: ამ პროგრამის მომსახურებით ისარგებლა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის 2 440-მა პაციენტმა, მათ შორის 860-ზე მეტმა პირმა მკურნალობა უშუალოდ კორონავირუსულ ინფექციაზე გაიარა.პანდემიის შემდეგ, 2023 წელს: საქართველოს მთავრობის ანგარიშის თანახმად, ოკუპირებული ტერიტორიების დაახლოებით 1 500-მა მცხოვრებმა მიიღო უფასო მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. მსგავსი ინიციატივების გააქტიურებისა და რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების მომენტიდან, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო დახმარება სულ ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო. დახმარების ძირითადი მიმართულებებია:ონკოლოგია (ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, სიმსივნის ქირურგიული მოკვეთა); კარდიოქირურგია და ენდოვასკულარული ოპერაციები;პედიატრია და მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკა (მრტ, კტ); რეანიმაციული მდგომარეობები და გადაუდებელი ტრავმატოლოგია.ეხლა კი - გოცირიძის საყვარელი თემა: დაფინანსება და გამოყოფილი თანხები. გამოკვლევის, სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობის, ასევე ოპერაციული ჩარევის ყველა ხარჯი სრულად იფარება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთა სამედიცინო დახმარებისთვის საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად გამოყოფს საშუალოდ 4-დან 6 მილიონ ლარამდე. ბოლო 10 წლის განმავლობაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოქალაქეთა მკურნალობის დაფინანსებაზე საქართველოს საბიუჯეტო ხარჯებმა 40–50 მილიონ ლარს გადააჭარბა.ამ დახმარების გაწევის თავისებურებები: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებისთვის სამედიცინო დახმარება 100%-ით უფასოდ ხორციელდება, დაცულია კონფიდენციალურობა - იმის გათვალისწინებით, რომ სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება პერიოდულად ზეწოლას ახდენს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც სამკურნალოდ თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა თუ ბათუმში მიემგზავრებიან და პაციენტების პერსონალური მონაცემები მკაცრად არის დაცული საქართველოს კანონმდებლობით და ღიად არ ქვეყნდება. აფხაზეთიდან პაციენტების უმრავლესობა ენგურის ხიდის გავლით ზუგდიდის რეგიონის კლინიკებში შედის (მათ შორის საზღვართან სპეციალურად აშენებულ რუხის მრავალპროფილურ საავადმყოფოში) ან თბილისის წამყვან სამედიცინო ცენტრებში იგზავნება.ეს არის იმ ყველაფრის მინიმუმი, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, თუ რითი განსხვავდება ღალატი - ადამიანობისაგან, ქართველობა - უსამშობლოობისაგან, ჰუმანიზმი - ფაშიზმისაგან, პოლიტიკური ფსიქოპატია - ჯანსაღი სამოქალაქო პოზიციისაგან. დიახ, გენმოდიფიცირებული მოსახლეობის რაოდენობა ჯერ კიდევ დიდია - მაგრამ არა კრიტიკულად საშიში იმისთვის, რომ ნორმალურებს ამ არაჩვეულებრივ ქვეყანაში გადარჩენის და განვითარების პერსპექტივები გვქონდეს, მათ შორის საქართველოს "უძღებ შვილებთან" ერთად...“ - წერს ქართველიშვილი.

boris jonsoni

მსოფლიო 1786870025

„განსაკუთრებით ერთი საუბარი მახსენდება... გერმანელებთან. არ ვიტყვი, ვინ იყო, თუმცა კანცლერის აპარატის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა: თუ ეს ომი მაინც უნდა მოხდეს, განა არ ჯობია, ყველაფერი სწრაფად დასრულდეს და უკრაინელებმა წააგონ?“ - ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის წინა პერიოდის სკანდალური დეტალები გაასაჯაროვა.საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის (FPRI) პროექტის პოდკასტში გამოსვლისას ჯონსონმა გაიხსენა საუბარი გერმანიის კანცლერის აპარატის მაღალჩინოსანთან, რომელმაც ომის დაწყებამდე უკრაინის სწრაფი დამარცხების სურვილი გამოთქვა.„განსაკუთრებით ერთი საუბარი მახსენდება... გერმანელებთან. არ ვიტყვი, ვინ იყო, თუმცა კანცლერის აპარატის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა: თუ ეს ომი მაინც უნდა მოხდეს, განა არ ჯობია, ყველაფერი სწრაფად დასრულდეს და უკრაინელებმა წააგონ?..“ - აცხადებს ბორის ჯონსონი.ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის შეფასებით, აღნიშნული ეპიზოდი ყირიმის ანექსიის შემდეგ ბერლინისა და პარიზის ზოგადი და მცდარი სტრატეგიის ნათელი ილუსტრაციაა. ჯონსონის თქმით, დასავლელი პარტნიორები „ოჯახის ფსიქოლოგებივით იქცეოდნენ და ერთი ქვეყნის მიერ მეორეზე განხორციელებულ სასტიკ თავდასხმას ოჯახურ სკანდალად აფასებდნენ“.

თავდასხმა მოსკოვზე

მსოფლიო 1786867910

მოსკოვზე ასობით დრონით თავდასხმა განხორციელდა - რა ინფორმაცია ვრცელდება

მოსკოვზე ასობით დრონით თავდასხმა განხორციელდა, რის გამოც რუსეთის უდიდეს „ვაილდბერისის“ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა. ეს კომპანიის უდიდესი საწყობია, რომლის ფართობი 200 000 კვადრატულ მეტრზე მეტია. თავდასხმის შედეგად ხანძარია ასევე გაჩნდა დომოდედოვოში მდებარე საწყობს. ეს არის რუსეთში ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე ცნობილი „ა“ კლასის წარმოებისა და ლოჯისტიკის კომპლექსი.გავრცელებული ცნობით, მოსკოვის რეგიონის მიმართულებით 600 უპილოტო საფრენი აპარატი მიფრინავდა, რომელთაგან 201 მოსკოვის რეგიონში განადგურდა.მოსკოვში აცხადებენ, რომ მტრის თავდასხმების საპასუხოდ, რუსეთის არმია ურტყამს გადაწყვეტილების მიღების ცენტრებს, ქარხნებსა და საწყობებს, რომლებსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ნატოს სპეციალისტებთან ერთად იყენებენ.

უკრაინა

ომი უკრაინაში 1786862711

ღამით რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით იერიში მიიტანა

ღამით რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით იერიში მიიტანა, კიევში რამდენიმე ლოკაციაზე ხანძარს ებრძვიან, დაშავებულია სამი ადამიანი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.მედიის ცნობით, კიევზე რუსეთის იერიშის შედეგად აფეთქებები და ხანძრები ობოლონისა და ჰოლოსიივის რაიონებში დაფიქსირდა. მასშტაბური ხანძარი გაჩნდა „პეტროვკის“ წიგნების ბაზრობის ტერიტორიაზე.კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.რუსეთმა იერიში მიიტანა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი როგზე. დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსეთმა სამრეწველო ობიექტებს დაარტყა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 13 დაშავდა.ამასთან, ზაპოროჟიეზე თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა. ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფიოდოროვის განცხადებით, რუსებმა რაიონის დასახლებულ პუნქტებსაც დაარტყეს. ერთ-ერთი რუსული მართვადი ავიაბომბი სოფელ ვიქტოროვკაში მდებარე საცხოვრებელ სახლს მოხვდა და ის მთლიანად გაანადგურა. თავდასხმის შედეგად 66 წლის მამაკაცი და 64 წლის ქალი დაიღუპნენ.

პოლიტიკა

მსოფლიო 1786808074

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-სა და თურქეთს უკრაინისთვის იარაღის შესაძლო მიწოდების გეგმებთან დაკავშირებით განმარტებები მოსთხოვა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვაშინგტონსა და ანკარას აშშ-ის კონგრესის მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტებები მოსთხოვა“, – განაცხადა ზახაროვამ.მისი თქმით, ვაშინგტონსა და ანკარასთვის ჯერ კიდევ არ არის გვიანი, გონივრულად შეაფასონ საკუთარი გეგმები.„აშშ-ის კონგრესის მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, საუბარია შთამბეჭდავ არსენალზე, რომელიც შეტევით საშუალებებსაც მოიცავს. კერძოდ, ნახსენებია 12 სარაკეტო სისტემა და მათთვის განკუთვნილი 2 500-ზე მეტი საბრძოლო მასალა, 47 000 საარტილერიო ჭურვი და 70 ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა „ატაკამსი“. აღსანიშნავია, რომ ასეთი მასშტაბური რაოდენობის მომაკვდინებელი პროდუქციის გადაცემის გარემოებები და პირობები უკიდურესად საკამათოა. ვოლოდიმირ ზელენსკის ხუნტის სულ უფრო ახალი შეიარაღებით მომარაგებას არ შეუძლია, რაიმე სერიოზული გავლენა მოახდინოს სპეციალური სამხედრო ოპერაციის განვითარებაზე, თუმცა ასეთი მიწოდებების შედეგად მრავალმხრივი ზიანი გარდაუვალია. საქმე მხოლოდ მსხვერპლსა და ნგრევას არ ეხება, რომლის მასშტაბის გაზრდასაც კიევის ხელისუფლება ცდილობს, არამედ სერიოზულ ზიანს აყენებს ვაშინგტონსა და ანკარასთან ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს“, – აღნიშნა ზახაროვამ.ზახაროვას განცხადებით, „მშვიდობიანი რიტორიკის გამოყენების მცდელობები და პარალელურად უკრაინელი ნაცისტებისთვის იარაღის მიწოდება ძირს უთხრის ურთიერთნდობას, განსაკუთრებით თურქეთის წარმომადგენლების არაერთგზის დაპირებების გათვალისწინებით, რომ თურქეთი კიევისთვის ლეტალური შეიარაღების მიწოდებას თავს არიდებს“.

სამარა

ომი უკრაინაში 1786787515

უკრაინის ძალებმა რუსეთის სარაკეტო-კოსმოსური ინდუსტრიის ერთ-ერთ მთავარ საწარმოს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ქალაქ სამარაში მდებარე სარაკეტო და კოსმოსურ ცენტრს, „პროგრესს“ FP-5 „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტებით დაარტყეს.უკრაინულ კომპანია „ფაიარ ფოინთში“ განაცხადეს, რომ სარაკეტო-კოსმოსური ცენტრი „პროგრესი“ რუსეთის სარაკეტო-კოსმოსური ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი საწარმოა.მათივე ცნობით, ცენტრი ავითარებს და აწარმოებს საშუალო კლასის გამშვებ მანქანებს, მათ შორის „სოიუზ-2“-ის ოჯახს, ასევე კოსმოსურ ხომალდებს დედამიწის დისტანციური ზონდირებისა და სამეცნიერო პროგრამებისთვის.აღსანიშნავია, რომ „სოიუზ-2“-ის გამშვები მანქანები გამოიყენება „რასვეტის“ სატელიტური ინტერნეტთანამგზავრების გასაშვებად, რომლებიც „სტარლინკის“ რუსული ეკვივალენტია.

ლეჟავა

ჯანდაცვა 1786776120

ქუთაისის ოთარ ჩხობაძის სახელობის კლინიკას ლაშა ლეჟავა უხელმძღვანელებს

ქუთაისის ოთარ ჩხობაძის სახელობის კლინიკას ახალი დირექტორი ჰყავს. ლაშა ლეჟავა კლინიკის თანამშრომლებსა და სამედიცინო პერსონალს ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინა.მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რეგიონული ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ პროცესში კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რეგიონებში სამედიცინო დაწესებულებების განვითარებას, თანამედროვე სტანდარტების დანერგვასა და პროფესიული გუნდის გაძლიერებას, რათა პაციენტებმა საჭირო, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება საკუთარ რეგიონში მიიღონ.ლაშა ლეჟავას სამედიცინო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საქართველოსა და უკრაინის სამედიცინო დაწესებულებებში. ხელმძღვანელობდა სამედიცინო ცენტრ „დიომედი+“-სა და „დიომედი აფხაზეთს”, მესტიის საავადმყოფო-ამბულატორიულ გაერთიანებასა და საქართველოს კლინიკების ფოთის რეფერალურ ჰოსპიტალს. მიღებული აქვს სამედიცინო განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და კლინიკური ორდინატურა უკრაინაში აქვს გავლილი. არის სერტიფიცირებული კლინიკური მენეჯერი.კლინიკის ახალი დირექტორის განცხადებით, მისი მთავარი პრიორიტეტი სამედიცინო მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება, პაციენტზე ორიენტირებული გარემოს შექმნა და კლინიკის განვითარებაა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

პოლიტიკა 1786714754

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნებს შორის არის, რომლებიც ფისკალური გამჭვირვალობის მოთხოვნებს აკმაყოფილებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2026 წლის ფისკალური გამჭვირვალობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველო აკმაყოფილებს ფისკალური გამჭვირვალობის მინიმალურ მოთხოვნებს.შეფასებული 139 ქვეყნიდან და პალესტინის ავტონომიის ტერიტორიიდან, საერთო ჯამში, მინიმალურ კრიტერიუმს აკმაყოფილებს 73 ქვეყანა, მათ შორის მოლდოვა, აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი. ხოლო უკრაინა ფიგურირებს იმ 67 ქვეყანას შორის, რომლებიც ამ მინიმალურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ და პროგრესი არ შეინიშნება.„დეპარტამენტმა შეაფასა საბიუჯეტო დოკუმენტების საჯარო ხელმისაწვდომობა, სრულყოფილება და სანდოობა, ასევე სახელმწიფო კონტრაქტებისა და ლიცენზიების გაცემის პროცესებისა და სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტების გამჭვირვალობა.ფისკალური გამჭვირვალობა ეფექტიანი საჯარო ფინანსების მართვის კრიტიკული ელემენტია. ის ხელს უწყობს ბაზრის ნდობის გაძლიერებას, საფუძველს უყრის გლობალურ ეკონომიკურ სტაბილურობას და მთავრობის უფრო დიდ ანგარიშვალდებულებას, რადგან ქმნის შესაძლებლობას, საზოგადოებამ დაინახოს მთავრობის ბიუჯეტი და ხარჯები.ფისკალური გამჭვირვალობის ანგარიში ხელს უწყობს უცხოეთში აშშ-ის კომპანიებისთვის კონკრეტული ბიზნესგარემოს შექმნას საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესების გზით, რათა შემცირდეს კორუფციისა და საერთაშორისო ბაზრებზე არაკეთილსინდისიერი პრაქტიკის რისკი“, – ნათქვამია განცხადებაში.