„თუ ეს ნივთი სახლში გაქვთ, გადააგდეთ…“ - გიორგი ღოღობერიძე მიმართვას ავრცელებს
1761929604
                                                                გერმანია უკრაინას 1 000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და 500 სტინგერის რაკეტას გაუგზავნის. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.
”რუსული თავდასხმა გარდამტეხ მომენტს წარმოადგენს. ჩვენი ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ უკრაინას პუტინის შემოჭრილი არმიისგან დაცვაში. ამიტომ ჩვენ ვაწვდით 1000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და 500 სტინგერის რაკეტას ჩვენს მეგობრებს უკრაინაში“, - დაწერა შოლცმა ტვიტერზე.
გერმანია ასევე გააუქმებს აკრძალვას გერმანული წარმოშობის იარაღის ექსპორტზე, რაც ნიდერლანდებს საშუალებას მისცემს უკრაინას გადასცეს 400 სარაკეტო ყუმბარმტყორცნი.