როგორი ამინდი იქნება მომდევნო ერთ თვეში – უახლესი პროგნოზი
1782831552
დიდი ბრიტანეთი უკრაინაში მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად 45 მილიონ ფუნტს გამოყოფს.
საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ თრასის განცხადებით, 45 მილიონი ფუნტის (57 მილიონი აშშ დოლარი) პაკეტი გადაეცემა გაეროს სააგენტოებსა და საქველმოქმედო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ძალადობისა და ზიანის მიმართ ყველაზე დაუცველთა დასახმარებლად.
"ბრიტანული დახმარება უკრაინაში ყველაზე დაუცველებს უჭერს მხარს, განსაკუთრებით ქალებსა და ბავშვებს, რომლებიც სექსუალური ძალადობისა და ექსპლუატაციის გაზრდილი რისკის წინაშე დგანან", - თქვა მინისტრმა.