6 საკვები, რომელიც უნდა მივირთვათ ზაფხულის სიცხის დროს - გიორგი ღოღობერიძე გვირჩევს
1754316284
კიევში, რამდენიმე ადგილას მომხდარი აფეთქებების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები, - ინფორმაციას გამოცემა suspilne-ი ავრცელებს.
ამასთან, შსს-ის ხელმძღვანელის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა ვოლოდიმირსკის ქუჩაზე გრუშევსკის ძეგლთან დაეცა.
მერის განცხადებით, ადგილისკენ მიემართებიან საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ჯგუფები. სხვა დეტალები ჯერჯრობით უცნობია. კიევზე სარაკეტო შეტევა დიდი ხანია აღარ ყოფილა.
უკრაინული მედიის ცნობით, დედაქალაქის ცენტრში, შემთხვევის ადგილზე ავტომობილები იწვის.