რა (არ) უნდა გავაკეთოთ 5 დეკემბრის სავსემთვარეობისას - მიხეილ ცაგარელის რეკომენდაცია
1764792846
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დღეს უფლებამოსილება შეუწყდება ძირითადი სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოების შემადგენლობის არსებით ნაწილს. ამის შესახებ ზელენსკი ტელეგრამ-არხში წერს.
საუბარია ისეთ კომპანიებზე, როგორებიაცაა „ცენტრენრგო“, „უკრაინის ენერგეტიკული კომპანია, „უკრაინის გამანაწილებელი ქსელები“.
„უკრაინის პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოსთან ერთად განვიხილეთ ენერგეტიკის სექტორში საკადრო გადატვირთვა. ტრანსფორმაციის ტემპი ცუდი არ არის და ამან უნდა უზრუნველყოს მენეჯმენტის სრული გამჭვირვალობა“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
ზელენსკის განცხადებით, სამეთვალყურეო საბჭოების ახალი წევრების დანიშვნა დეკემბერში უნდა მოხდეს.
ამას გარდა, ზელენსკიმ დაავალა თავდაცვის მინისტრ დენის შმიგალს, ჩაატაროს გადაუდებელი გადატვირთვა თავდაცვის სფეროშიც.
„სწორედ სამეთვალყურეო საბჭოების საშუალებით ხდება კომპანიებში შიდა პროცესების მართვა და კონტროლი და ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი 100 პროცენტით“, – თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, მან ასევე პრემიერ-მინისტრს დაავალა, მიაწოდოს ინფორმაცია უკრაინის ძირითად პარტნიორებს იმ ზომებზე, რომლებსაც მთავრობა ახორციელებს უკრაინისა და მისი ინსტიტუტებისადმი ნდობის უზრუნველსაყოფად.
ენერგეტიკული კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოებში საკადრო ცვლილებები „ენერგოატომში“ კორუფციული სკანდალის ფონზე ხორციელდება.