VIDEO: იურიდიულ ვიქტორინაში კიმ კარდაშიანმა ჰილარი კლინტონს 11:4 მოუგო

kimi da hilari

41 წლის კიმისა და 74 წლის ჰილარის მონაწილეობით ვიქტორინა დოკუმენტური სერიალის, "Gutsy" გადასაღებ მოედანზე გაიმართა

ვიქტორინაში კიმს და ჰილარის იურიდიულ კითხვებზე სწრაფად უნდა გაეცათ პასუხი და კარდაშიანმა 11-4 მოიგო. როგორც კლინტონმა და მისმა ქალიშვილმა აღნიშნეს, კიმს აშკარა უპირატესობა ჰქონდა, რადგან ის ამჟამად ეუფლება იურისტის პროფესიას, მაშინ როცა მისი მოპაექრე იელის იურიდიულ სკოლაში 50 წლის წინ სწავლობდა.

 

პროექტი, რომელსაც ჰილარი და ჩელსი კლინტონები აფინანსებენ, სექტემბერში Apple TV+-ზე გამოვა. მაყურებელს ჰპირდებიან „თავგადასავლებს მსოფლიოში ყველაზე უშიშარი ქალების კომპანიაში, ცნობილ ადამიანებთან და სხვა შთამაგონებელ გმირებთან ერთად“.