„4 შვილის მოვლით ძალიან ვიღლები, დასასვენებლად ძალიან ცოტა დრო მრჩება“ – კიმ კარდაშიანი

კიმ კარდაშიანი

რეალური შოუს Keeping Up With The Kardashians-ის ვარსკვლავი და საკუთარი სილამაზის ბრენდების დამფუძნებელი, ამერიკელი ბიზნესვუმენი კიმ კარდაშიანი აღნიშნავს, რომ ოთხიშვილის დედობა ძალიან დამღლელია და მას დასასვენებლად საკმარისი დრო არ რჩება. როგორც კიმმა People Magazine-თან საუბრისას აღნიშნა, მის სახლში გამუდმებით ქაოსია, რაცხშირად საქმისთვის კონცენტრაციაშიც კი ხელს უშლის.

“ოთხის შვილის მოვლა ძალიან დამღლელი პროცესია, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი სიამოვნებას მანიჭებს, ძალიან ვიღლები, ზოგჯერ დასასვნებელად ოცი წუთიც კი არ მრჩება, როდესაც სახლში ვარ” – განაცხადა ვარსკვლავმა უცხოურ გამოცემასთან საუბრისას.

წყარო: okmagazine