1781210306
სასამართლომ სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
სეულის სასამართლომ სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი იუნ სოკ იოლი დაძაბულობის გამოწვევის მიზნით ჩრდილოეთ კორეაში დრონების გაგზავნის საქმეზე დამნაშავედ ცნო და 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას სამხრეთკორეული მედია ავრცელებს.
გამოძიების მტკიცებით, იუნ სოკ იოლმა 2024 წლის დეკემბერში ჩრდილოეთ კორეაში დრონები გააგზავნა იმ მიზეზით, რომ ამ ფაქტს ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა უნდა გამოეწვია, რაც საომარი მდგომარეობის გამოცხადების საფუძველი გახდებოდა.
აღსანიშნავია, რომ საომარი მდგომარეობის შემოღების მცდელობის საქმეზე კონსტიტუციური წესრიგის დარღვევისა და ამბოხის მუხლებით მიმდინარე წლის თებერვალში სასამართლოს სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავედ ცნო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
2024 წლის დეკემბერში ბიუჯეტის შესახებ კანონის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო იუნ სოკ იოლმა მოულოდნელად ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. მან ეს ნაბიჯი ოპოზიციის „ანტისახელმწიფოებრივი მოღვაწეობით“ ახსნა. მეორე დილით მან საომარი მდგომარეობა გააუქმა, ხოლო დეპუტატებმა ის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადააყენეს. იმპიჩმენტის გამოცხადებიდან მალევე პოლიციამ სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი დააკავა.
Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს
1781185313











