წლის მთავარი მუსიკალური შოუ დინამო არენაზე - შთამბეჭდავი კადრები Kanye West-ის კონცერტიდან
1781288169
11 ივნისს, თურქმა სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში შოუბიზნესის 22 წარმომადგენელი დააკავეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაკავებულთა შორის არიან თეატრისა და კინოს მსახიობი და შოუბიზნესის წარმომადგენლები.
როგორც თურქული მედია იუწყება, დაკავებულია მოდელი ტესი რამოს კორეირა, რომლის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 7,43 გრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ნარკოსკანდალის საქმეზე დაკავებული ბერენ საათი, მისი მეუღლე და კიდევ რამდენიმე პირი გამოკითხვისა და ტესტის ჩაბარების შემდეგ გაათავისუფლეს.
სტამბოლის პროკურატურამ თურქეთის პარლამენტის დეპუტატის შვილის, ადნან ბექერის დაპატიმრების ორდერი გამოსცა. მას ბრალად ადამიანების პროსტიტუციაში ჩაბმა და ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა ედება.