1781210306
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ახალ მოადგილედ გოგა მემანიშვილი დაინიშნა
პოლიციის პოლკოვნიკი გოგა მემანიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.
აღნიშნული ინფორმაცია Facebook-ის გვერდზე - „ყველაფერი პოლიციის შესახებ" გამოქვეყნდა, რასაც შს სამინისტროს პრესსამსახური ადასტურებს.
პოლიციის პოლკოვნიკი გოგა მემანიშვილი აქამდე ამავე დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.
თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსად პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი დავით მამაგეიშვილი დაინიშნა.










