რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ მსოფლიო არ მოითმენს მის ატომურ რიტორიკას - დმიტრო კულება

დმიტრო კულება

რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ მსოფლიო არ მოითმენს მის ატომურ რიტორიკას. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ „ტვიტერში“ დაწერა.

„პუტინისა და ლავროვის უპასუხისმგებლო განცხადებები ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ სრულიად მიუღებელია. უკრაინა არ დანებდება. მოვუწოდებთ ყველა ბირთვულ სახელმწიფოს, ისაუბრონ ხმამაღლა და მკაფიოდ გააგებინონ რუსეთს, რომ მსგავსი რიტორიკა მსოფლიოს საფრთხის ქვეშ აყენებს და არ იქნება მოთმენილი“, – წერს კულება.