„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკ ირანის მიერ რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების ფაქტს გამოეხმაურა.
„ირანმა გადაწყვიტა, რომ თანამედროვე უპილოტო საფრენი აპარატების გადაცემის გზით უკრაინელების მკვლელობასა და ტექნოლოგიურად უაღრესად ჩამორჩენილ რუსეთს მხარი დაუჭიროს. წლების განმავლობაში სანქციები, იზოლაცია, საზიზღარი რეპუტაცია, ირანი ცივილიზაციის ფსკერია“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
ცნობისთვის, ირანმა რუსეთს უკრაინაში საბრძოლველად უპილოტო საფრენი აპარატების პარტია მიაწოდა.