რუსეთმა ესტონეთის საზღვარზე ათასამდე უკრაინელი გაიტაცა - მედია

ესტონეთის საზღვარი

რუსეთ-ესტონეთის საზღვართან, რუსეთის მხარეს, ბოლო დღეების განმავლობაში ათასზე მეტი ადამიანი, ძირითადად უკრაინელები, შეიკრიბა. მათ ესტონეთში შესვლას ხელი რუსეთის ხელისუფლებამ შეუშალა, რის გამოც სასაზღვრო პროცედურები გაჭიანურდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. 

გამოცემის ცნობით, რუსებმა ეს ადამიანები გაურკვეველ მიმართულებით წაიყვანეს.

„ჩასვეს სატვირთო მანქანებში და წაიყვანეს, სად წაიყვანეს, არ ვიცით, პოლიცია და საზღვრის დაცვის დეპარტამენტი ამჟამად ამ ინფორმაციის მოსაპოვებლად მუშაობენ“, - აღნიშნა ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, სამართალდამცავები დრონებს იყენებენ იმის გასარკვევად, აგზავნის თუ არა რუსეთის ხელისუფლება ამ ადამიანებს სასაზღვრო ზოლისკენ, როგორც ეს ბელარუსში, ლიეტუვასა და ლატვიის საზღვართან, გასულ წელს გააკეთეს.