თქვენს მიერ არჩეული სურათი ბავშვობის ტრავმას გამოავლენს - ფსიქოლოგიური ტესტი
1762094261
                                                                რუსეთის პატრიარქმა კირილმა თანამოქალაქეებს ქადაგებისას „სულიერი მობილიზაციისკენ“ მოუწოდა.
ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მისივე თქმით, ხსენებული მოწოდება რუსებს და უკრაინელებს შერიგებაში დაეხმარება.
„იმედი ვიქონიოთ, რომ საერთო ძალისხმევით – საშიში კომპრომისების გზის გავლის გარეშე, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს გაერთიანებულ რუსეთს – ჩვენ ყველა ერთდროულად მივყვებით შერიგებისა და იმ სულიერი ერთიანობის აღდგენის გზას, რომელიც ჩამოყალიბდა ერთიანი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში“, – აცხადებს რუსეთის პატრიარქი.