რუსეთის მიერ ჩატარებულ ყალბ რეფერენდუმებს არ გააჩნია ლეგიტიმურობა, ეს მიწები უკრაინას ეკუთვნის - სტოლტენბერგი

iens stoltenbergi

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ფსევდო რეფერენდუმებს ლეგიტიმურობა არ გააჩნია, NATO-ს მოკავშირეების მხარდაჭერა კი უკრაინის მიმართ ურყევი რჩება.

„ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და მკაფიოდ განვუცხადე, რომ NATO-ს მოკავშირეების მხარდაჭერა ურყევია უკრაინის სუვერენიტეტისა და თავდაცვის უფლებაში. ყალბ რეფერენდუმებს, რომლებსაც რუსეთი ატარებს, არ გააჩნია ლეგიტიმურობა და საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევას წარმოადგენს. ეს მიწები უკრაინას ეკუთვნის“ , – წერს სტოლტენბერგი „ტვიტერზე“.