რუსეთიდან სერბეთში გაზის მიღების შესახებ კონტრაქტი წლის ბოლომდე გახანგრძლივდა

რუსული გაზი

სერბეთმა და რუსეთმა ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ შეთანხმების მოქმედების ვადა სამი თვით, წლის ბოლომდე გაახანგრძლივეს.

სერბეთის სახელმწიფო გაზის კომპანიის ხელმძღვანელმა, დუშან ბაიატოვიჩმა განაცხადა, რომ შეთანხმება იმავე „ხელსაყრელი პირობებით“ გაგრძელდება.

გასულ კვირას სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა და შეთანხმების გაგრძელების იმედი გამოთქვა.

ვუჩიჩის თქმით, ამ შემთხვევაში სერბეთი შეძლებს, კვლავ ისარგებლოს „ხელსაყრელი, დაბალი ფასით“.

ბელგრადი დიდწილად რუსული აირის მიწოდებაზეა დამოკიდებული, თუმცა 2025 წელს სამწლიანი კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ ქვეყანამ რუსეთთან გრძელვადიანი შეთანხმება ვერ დადო. მას შემდეგ მოქმედ შეთანხმებას მოკლევადიანად ახანგრძლივებენ.

✕