გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1790794934
„მინდა ვთქვა, რომ თუ რაიმე პროცენტი აქვს „ქართულ ოცნებას“ დღეს, რამე რეიტინიგი აქვს და ზოგადად ის ნდობა, რომელიც რეალურად მას აქვს, ეს არის მშვიდობის საფასური და ბიძინა ივანიშვილის დამსახურების საფასური, რომელსაც როგორც აღმოჩნდა ქართველი ხალხი ძალიან მადლიერია და არ კარგავს...“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ხათუნა ხოფერიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
„ჩვენ ვართ ფაქტის წინაშე დამდგარი, რომ ქართულმა ოპოზიციამ „ნაციონალური მოძრაობის“ მეთაურობით თვითლიკვიდაცია მოახდინა. ამას არ სჭირდება არანაირი IRI კვლევა, ცხრილები, ციფრები. ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს“, - განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.