ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს
1790777510
„ეს არ არის ახალი, იქიდან დაიწყო ჯერ კიდევ, გახსოვთ მიშას განცხადებები, რომ თითქოს აფხაზეთი არის ზედმეტი ტვირთი...“, - ამის შესახებ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა, ლელა რაზიკაშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
„რაღაცნაირად დავალებასავით მეჩვენება, რომ რაღაც ზოგადად პოლიტიკური მიმართულების სპექტრიდან უნდა ამოვიდეს ეს თემა და საერთოდ არ უნდა იყოს პედალირებული. ამის გამოხატულებაა ზუსტად გვარამიას განცხადებები. მცდელობაა, ზონდირებას აკეთებენ. გამოაგდებენ საკითხს და შემდეგ აკვირდებიან საზოგადოების რეაქციას, შეიძლება თუ არა ამ საკითხის წამოწევა ასე. რა შუაში იყო, სომხეთის და აფხაზეთის თემა“, - განაცხადა ლელა რაზიკაშვილმა.