„ვხედავ ლომს, დიდ გმირს“- ბენიამინ ნეთანიაჰუ შეხვდა მგზავრს, რომელიც პილოტებს შორის დაპირისპირების შეჩერებაში მონაწილეობდა

ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ შეხვდა „ფლაიდუბაის“ რეისზე მყოფ მგზავრს, რომელიც პილოტს შორის დაპირისპირების შეჩერებაში მონაწილეობდა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ნეთანიაჰუმ მას „გმირი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ისრაელი „ლომების ერია“.

„გხედავ და ლომს ვხედავ, დიდ გმირს“, – უთხრა ნეთანიაჰუმ მამაკაცს.

ამასთან, როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, „ფლაიდუბაის“ რეისზე დანით დაჭრილი პილოტი ინდოეთის მოქალაქე სმით მაჩჩარია. ნეთანიაჰუმ მას „ნამდვილი გმირი“ უწოდა და აღნიშნა, რომ პილოტმა „განსაკუთრებული სიმამაცე“ გამოიჩინა, 174 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, დუბაიდან თელ ავივისკენ მიმავალ რეისზე პილოტი მეორე პილოტმა დანით დაჭრა და თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა.

პილოტებს შორის დაპირისპირების გამო, დუბაი-თელ ავივის რეისი საუდის არაბეთში დაჯდა. ინციდენტისას თვითმფრინავმა „უკანონო ჩარევისა“ და საგანგებო მდგომარეობის შესახებ სიგნალები გაგზავნა. მომხდარის შემდეგ თვითმფრინავი ტაბუის აეროპორტში დაეშვა.

ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელში სულ უფრო მეტად განიხილავენ ვერსიას, რომ „ფლაიდუბაის“ რეისზე საგანგებო შემთხვევა ტერორისტული თავდასხმის მცდელობა იყო.

✕